სერვერების კოლოკაცია (Co-Location)



სერვერის დატა-ცენტრში განთავსება და კოლოკაცია გულისხმობს თქვენი სასერვერო აღჭურვილობის განთავსებას ჩვენს ცენტრში, რის შემდეგაც ჩვენ არამხოლოდ უზრუნველვყოფთ მის სისტემურ დაცვას არაკანონიერი შეღწევისგან, არამედ ასევე უზრუნველვყოფთ მას მუდმივი ენერგიის წყაროთი, გამაგრილებელი სისტემითა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ კავშირით.

ვირტუალური ჰოსტინგისგან განსხვავებით, სადაც 1 სერვერზე განთავსებულია რამოდენიმე ათეული საიტი, თქვენი ფიზიკური სერვერის განთავსება ცენტრში შესამჩნევად გააუმჯობესებს და მეტად სწრაფს გახდის თქვენი საიტის აქტივობებს.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი ინტერნეტ-პორტალის ფუნქციონირებისათვის საჭიროა დამოუკიდებელი სერვერი, ან თქვენ გსურთ გახდეთ ჰოსტინგ-პროვაიდერი, თქვენ უნდა განათავსოთ დატა-ცენტრში თქვენი საკუთარი სერვერი.

ჩვენი თანამშრომლები გაგიწევენ ყველა აუცილებელ კონსულტაციას და დაგეხმარებიან თქვენი სერვერის გამართვაში. კვალიფიცირებულად ადმინისტრირებადი და ხარისხიანად გამართული სერვერის კოლოკაციაზე განთავსება შესამჩნევად ზრდის უსაფრთხოების დონეს.



IMG



ვირტუალური სერვერები (VPS)



Virtual Private Server - წარმოადგენს ვირტუალურად გამოყოფილ სერვერს, რომელიც თავისი შესაძლებლობებით სტანდარტული სერვერის ანალოგია. 1 ფიზიკურ სერვერზე იქმნება რამოდენიმე ვირტუალური სერვერი, რაც საშუალებას იძლევა შესამჩნევად შევამციროთ ხარჯები და შესაბამისად - მომსახურების ღირებულებაც. თითოეულს VPS-ს გააჩნია Root-Access, საკუთარი IP მისამართი და Firewall. ფაქტიურად იგი დამოუკიდებელის სერვერია, რომელსაც ფიზიკური სერვერის ყველა შესაძლებლობა გააჩნია. თქვენ შეგიძლიათ შეიმუშავოთ სპეციფიკური პარამეტრები თქვენი ვებ-სერვერისა თუ ელექტრონული ფოსტისათვის და რათქმაუნდა, დააინსტალიროთ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა. ახალი „დატაცენტრის“ დაარსებით ჩვენი კომპანია შედის VPS მომსახურებების ბაზარზე ახალი და უნიკალური შეთავაზებებით.

IMG